იმედი, მაქვს, რომ საერთო ძალისხმევით მალე დავამარცხებთ პანდემიას და ჩვენი მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, - გორის მუნიციპალიტეტის მერმა ქალაქის შემსვლელ-გამსვლელ გზებზე მოწყობილი საგუშაგოების შემოვლისას. კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, მოსახლეობა გაგებით ეკიდება საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებულ პირობებს და დაწესებულ შეზღუდვებს.
,,მოქალაქეების შემოწმება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, მოსახლეობა გაგებით ეკიდება კარანტინის პირობებს და ცდილობს, დაიცვას არსებული მოთხოვნები. იმედი, მაქვს, რომ საერთო ძალისხმევით მალე დავამარცხებთ პანდემიას და ჩვენი მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.“ - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
საკონტროლო გამშვები პუნქტები გორის მასშტაბით 5 ლოკაციაზეა მოწყობილი. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობებით დადგენილ წესებზე კონტროლს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ერთობლივად უზრუნველყოფენ.