საზოგადოება
02.04.2020 17:10
იტესტება აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც გაიგებთ, სად იმყოფებოდა ინფიცირებული პირი, გქონდათ თუ არა ამ ადგილბთან კონტაქტი და რამდენად ხართ რისკის ქვეშ

მას შემდეგ კი, რაც ეს ყოველივე იქნება მზად, ჩვენ შეგვეძლება მოქალაქეებს გავაცნოთ ამ აპლიკაციის დეტალები, - ეს განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ იმ აპლიკაციაზე საუბრისას გააკეთა, რომლის მეშვეობითაც გაიგებთ, სად, რომელ ლოკაციებზე იმყოფებოდა ინფიცირებული პირი, გქონდათ თუ არა ამ ადგილბთან კონტაქტი და პოტენციურად, რამდენად არსებობს იმისი ალბათობა, რომ ინფიცირების რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ.

„აპლიკაციასთან დაკავშირებით ვგეგმავთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის. ამ ეტაპზე ეს აპლიკაცია არის მხოლოდ სატესტო რეჟიმში და ჩვენ ახლა ვრწმუნდებით იმაში, რომ აპლიკაცია ნამდვილად იქნება ეფექტური და ასევე, მიმდინარეობს ქართული რეალობისთვის შესაბამისობაში მოყვანა და სხვადასხვა საინფორმაციო ბაზებით მისი გამყარება. მას შემდეგ კი, რაც ეს ყოველივე იქნება მზად, ჩვენ შეგვეძლება მოქალაქეებს გავაცნოთ ამ აპლიკაციის დეტალები, რომ მათ შეძლონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ინფიცირებული და ჰქონდა თუ არა მას პერსონალურად პოტენციურ ინფიცირებულთან გარკვეული კონტაქტი. ეს ყველაფერი დაეხმარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს შემდგომი და ადრეული კონტაქტების იდენტიფიცირებაში,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კვირის ამბები