ხანგრძლივი მოსამზადებელი პროცესის შემდეგ, სურამის ციხეზე კონკრეტული სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ავრცელებს. ნიკა ანთიძის ინფორმაციით, წინ ხანგრძლივი, მაგრამ საინტერესო პროცესია და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ეროვნული მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება.
დაგეგმილი სამუშაოები სამ ეტაპს მოიცავს და ისტორიულ ციხეზე დაგეგმილია: ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა; არქეოლოგიურ შედეგებზე დაყრდნობით რეაბილიტაციის პროექტის მომზადება და რეაბილიტაციის პროექტზე დაყრდნობით შემდგომი რეაბილიტაცია.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება