ვირუსის გავრცელების პიკი, სავარაუდოდ, აპრილის მეორე ნახევარი იქნება - ეკატერინე ტიკარაძე
ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ ზომიერი ზრდის დინამიკა შევინარჩუნოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დიდწილად, ჩვენი მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე ვართ დამოკიდებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვირუსის გავრცელების პიკი, სავარაუდოდ, აპრილის მეორე ნახევარი იქნება.
„ნაკლები ზიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგი ორი კვირის მანძილზე პროდუქტიული და ეფექტური მუშაობა, როგორც სახელმწიფოს და სამთავრობო გუნდის, ისე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რათა ეს პიკი იყოს არა ის კოლოსალური რიცხვები, რომელსაც ექსპერტები ელოდებოდნენ, შეიძლება, მოხდეს მისი გადავადება, ან განახევრება. მართალია, პრევენციისთვის, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში დეტალურად ვმუშაობთ როგორც კონტაქტების გამოვლენაზე, ასევე, სხვადასხვა ანალიტიკური საშუალებებით ყველა იმ პირის შესაძლო კონტაქტის დადგენაზე, ვისაც „კოვიდ 19“-ის დაფიქსირების შემდეგ საზღვრის კვეთა ჰქონდა, თუმცა, შიდაგადადების შემთხვევების უკონტროლო ზრდის ალბათობა საქმეს სერიოზულად ართულებს – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.