საზოგადოება
02.04.2020 13:23
ყველა დამრღვევი პირი დაჯარიმდა, ეს ის მდგომარეობაა, როცა გამონაკლისი არ არსებობს - შიდა ქართლის გუბერნატორი

შიდა ქართლის გუბერნატორის, გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, შექმნილ მდგომარეოიბაში არ არსებობს გამონაკლისი, შესაბამისად, ყველა სამსახური მაქსიმალური სიმკაცრით მოქმედებს.

შიდა ქართლში 5000-მდე ადამიანის გადამოწმება მოხდა. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების დარღვევისთვის დაჯარიმდა რამდენიმე პირი.

,,გუშინდელმა დღემაც და ღამემაც მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. შიდა ქართლში მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებულ პირობებში მიმდინარე კონტროლის ფარგლებში, 5000-მდე  ადამიანი გადამოწმდა, იყო ცხელების რამდენიმე შემთხვევაც, აღნიშნული შემთხვევების მართვა განხორციელდა არსებული პროტოკოლით და დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად. არცერთ მათგანზე შემდგომი გართულება არ ფიქსირდება.

დაფიქსირდა გამკაცრებული წესების დარღვევების შემთხვევებიც, თუმცა, ყველა ასეთ შემთხვევაზე იყო შესაბამისი რეაგირება, მოხდა ყველა ამ ადამიანის დაჯარიმება, ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ არსებობს გამონაკლისი, შესაბამისად, ყველა შესაბამის სამსახური მაქსიმალური სიმკაცრით აგრძელებს მოქმედებას.

იყო სხვადასხვა ტიპის დარღვევები, როგორც ხალხის გარკვეული რაოდენობის შეკრების თვალსაზრისით, ასევე, ე.წ. საკომენდანტო საათის პერიოდში გადაადგილების, ყველა მსგავს შემთხვევაზე იყო შესაბამისი რეაგირება”, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

კვირის ამბები