Microsoft-ის ინოვაციური ტექნოლოგიების მასწავლებელ-ექსპერტსა და მასტერ-ტრენერს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის პედაგოგსა და „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტს, ნათია კურტანიძეს, წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. ადგილობრივი ხელისუფლების სახელით, მენტორ მასწავლებელს, მოპოვებული წარმატება და მასწავლებლების საერთაშორისო დღე გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, პაატა ივანიშვილმა მიულოცა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
შეგახსენებთ, 2019 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში, ქვეყნის მასშტაბით, 127 მასწავლებელი ჩაერთო. მათგან საუკეთესო ხუთეული განათლების სფეროსა და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ 5 ოქტომბერს გამოავლინა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება