საზოგადოება
01.04.2020 16:49
საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დარღვევისთვის, 350-მდე მოქალაქე და 15-მდე იურიდიული პირია დაჯარიმებული - შსს მინისტრი

საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დარღვევისთვის, მისი ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში დაჯარიმებულია 350-მდე მოქალაქე და 15-მდე იურიდიული პირი, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მთლიანობაში, სამწუხაროდ, 350-მდე ჯარიმის გამოწერა მოგვიწია. დამერწმუნეთ, არავის გვიხარია - არც რიგით პოლიციელებს და არც ხელმძღვანელობას ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა, იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ. საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დარღვევისთვის, 350-მდე პირი და 15-ნდე საწარმო დაჯარიმდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კვირის ამბები