საზოგადოება
01.04.2020 13:36
ქვეყნები, სადაც 1-ლი აპრილის მონაცემებით კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა
არაერთ ქვეყანაში, ყო­ველ 24 სა­ათ­ში ასო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა კორონავირუსით. ურ­თუ­ლეს გა­მოწ­ვე­ვას­თან გამ­კლა­ვე­ბა საკმაოდ უჭირთ უძ­ლი­ე­რე­სი ეკო­ნო­მი­კი­სა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო­ებს, ისე­თებს, რო­გო­რე­ბი­ცაა აშშ, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, გერ­მა­ნია, იტა­ლია, ეს­პა­ნე­თი, ჰო­ლან­დია და ა.შ. თუმცა, ამ ფონ­ზე არის ისე­თი ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც, COVID-19-ით არ­ცერ­თი გარ­დაც­ვლი­ლი არ არის, მათ რი­ცხვშია სა­ქარ­თვე­ლოც.
გაგაცნობთ იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლს, სა­დაც ამ ეტაპ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი არ ფიქ­სირ­დე­ბა:
ლატ­ვია - 398 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და არ­ცერ­თი გარ­დაც­ვლი­ლი. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ერთი პა­ცი­ენ­ტია. ლატ­ვი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა 2 მარტს გა­მოვ­ლინ­და.
სლო­ვა­კე­თი - 363 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 3 პა­ცი­ენ­ტი. COVID-19-ით დაინფიცირების პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 6 მარტს გა­მოვ­ლინ­და.
ქუ­ვე­ი­თი - 24 თებერვლის შემდეგ, 289 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცირ­ებული, აქედან, 73 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელდა. ­
რე­ი­უ­ნი­ო­ნი - ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 247 ადა­მი­ა­ნი, ერთი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია. ამ დრო­ის­თვის არ არის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი.
ვი­ეტ­ნა­მი - ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 212 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, 58 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და, ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა კი 23 იან­ვარს გა­მოვ­ლინ­და.
სე­ნე­გა­ლი - COVID-19-ით 175 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, 40 პა­ცი­ენ­ტი კი, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა აქ 2 მარტს გა­მოვ­ლინ­და.
ფარ­ე­რის კუნ­ძუ­ლე­ბი - 169 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან 74 გა­მო­ჯან­მრთელ­და, პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა 4 მარტს გა­მოვ­ლინ­და.
მალ­ტა - კო­რო­ნა­ვირუ­სით აქ 169 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი კი ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ 2 პა­ცი­ენ­ტია. მალ­ტა­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 7 მარტს გა­მოვ­ლინ­და.
სა­ქარ­თვე­ლო - ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ გვაქვს. 115 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი­დან კი, 22 უკვე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია. კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა 26 თე­ბერ­ვალს გა­მოვ­ლინ­და.
კამ­ბო­ჯა - 109 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან 23 გა­მო­ჯან­მრთელ­და, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 27 იან­ვარს გა­მოვ­ლინ­და.
ყირ­გი­ზე­თი - 107 და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან 3 გა­მო­ჯან­მრთელ­და. კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ყირგიზეთში 18 მარტს გა­მოვ­ლინ­და.
ასე­ვე, გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა შემ­დეგ ქვეყ­ნებ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში - რუ­ან­და, გიბ­რალ­ტა­რი, ლიხ­ტენშტე­ი­ნი, მე­ნის კუნ­ძუ­ლი, მა­და­გას­კა­რი, არუ­ბა, საფ­რან­გე­თის გვი­ა­ნა, უგან­და, მა­კაო, საფ­რან­გე­თის პო­ლი­ნე­ზია, ზამ­ბია, ბარ­ბა­დო­სი, ბერ­მუ­და, ჯი­ბუ­ტი, ეთი­ო­პია, გვი­ნეა, კონ­გო, მალ­დი­ვე­ბი, ჰა­ი­ტი, ახა­ლი კა­ლე­დო­ნია, ბა­ჰა­მის კუნ­ძუ­ლე­ბი, ეკ­ვა­ტო­რუ­ლი გვი­ნეა, ერიტ­რეა, სენტ-ლუ­სია, დო­მი­ნი­კა, მონ­ღო­ლე­თი, ნა­მი­ბია, გრენ­ლან­დია, ლი­ბია, სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი, სუ­რი­ნა­მი, ბე­ნი­ნიმ გრა­ნა­და, ლა­ო­სი, ეს­ვა­ტი­ნის სა­მე­ფო, გვი­ნეა-ბი­საუ, მო­ზამ­ბი­კი, სენტ კიტ­სი და ნე­ვი­სი, ან­ტი­გუა და ბარ­ბუ­და, ჩადი, სენ-ბარ­თლე­მი, სინტ-მარ­ტე­ნი, ნე­პა­ლი, ფიჯი, მონ­სე­რა­ტი, სო­მა­ლი, თერ­ქს-ქა­ი­ქო­სის კუნ­ძუ­ლე­ბი, ბუ­ტა­ნი, ბე­ლი­ზი, ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი, ლი­ბე­რია, ან­გვი­ლა, ბუ­რუნ­დი, კა­რი­ბის ნი­დერ­ლან­დე­ბი, პა­პუა ახა­ლი გვი­ნეა, სენტ-ვინ­სენ­ტი და გრე­ნა­დი­ნე­ბი, სი­ე­რა ლე­ო­ნე, ტი­მორ-ლეს­ტე.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ქვეყ­ნებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც მცი­რეა და 1-დან 75-მდე მერ­ყე­ობს.
კვირის ამბები