საზოგადოება
01.04.2020 12:31
200 კვ-ტზე ნაკლები ელექტროენერგიისა და 200 კუბ.მ-ზე ნაკლები ბუნებრივი აირის მომხმარებლებს 3 თვის გადასახადი დაუფინანსდებათ
მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბ.მ-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადები სრულად დაუფინანსდებათ. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც.
„აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კვირის ამბები