საზოგადოება
01.04.2020 08:56
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და რაოდენობა 115-მდე გაიზარდა.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5106 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 294 პაციენტი. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში კი, ამ დროის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 860 181-ს აღწევს, აღნიშნული ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა 42 345 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 178 359-ს შეადგენს

კვირის ამბები