საზოგადოება
31.03.2020 15:06
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 110 დადასტურებულ შემთხვევამდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 278 პაციენტი. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

აღნიშნული 21-ის გარდა, მნიშვნელოვნად დასტაბილურდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტის მდგომარეობაც. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული ყველაზე მძიმე ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და პირველადი ჩატარებული ცდით ვირუსით ინფიცირება აღარ ვლინდება. რატიანის განცხადებით,  24 საათში კვლევის განმეორებით ჩატარებისას თუ იგივე შედეგი დადასტურდება,  პაციენტი  კლინიკას ხვალ დატოვებს.

კვირის ამბები