საზოგადოება
31.03.2020 12:10
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა
დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღინიშნება. 29 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას - „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“. რეფერენდუმის შედეგები კი, საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.
რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. 3 672 403 ამომრჩევლიდან 3 295 493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, რომლის საფუძველზეც 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.
კვირის ამბები