საზოგადოება
31.03.2020 11:45
გორში შემსვლელ და გამსვლელ ძირითად გზებზე საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის გადაწყვეტილების საფუძველზე, გორში შემსვლელ და გამსვლელ ძირითად გზებზე, 5 ლოკაციაზე საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.

საგუშაგოებზე საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლი მიმდინარეობს.

საქართველოს ქალაქებს შორის მგზავრობა ნებადართულია მხოლოდ პირადი მანქანით ან ტაქსით 06:00 საათიდან 21:00 საათის პერიოდში. მანქანაში არ უნდა იყოს 3 მგზავრზე მეტი, ამასთან, ნებადართულია სატვირთო მოძრაობა.

ყველა მოქალაქემ, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კვირის ამბები