დღეიდან, საქართველოს ქალაქებს შორის მგზავრობა მხოლოდ მანქანით და 06:00 საათიდან 21:00 საათის პერიოდშია ნებადართული. აღნიშნული აკრძალვა ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესდა.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ერთი ქალაქიდან მეორეში გამგზავრება დასაშვებია მხოლოდ პირადი მანქანით ან ტაქსით იმ პირობით, თუ მანქანაში3 ადამიანი იქნება. „დასაშვებია დილის 06:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე ნებისმიერ სახის პირადი მანქანით ან ტაქსით გადაადგილება იმ პირობით, რომ მანქანაში არ უნდა იყოს 3 მგზავრზე მეტი, ამასთან, ნებადართულია სატვირთო მოძრაობა“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტმა.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების ამოქმედების შესახებ საქართველოს პრემიერმა გუშინ განაცხადა.
ქვეყნის მასშტაბით, დღეს 08:00 საათიდან საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, ე.წ. კომენტანტის საათი კი, 21:00-დან 06:00-მდე დაწესდება და ეს შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე გაგრძელდება.