საზოგადოება
31.03.2020 10:37
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა, მათგან 21 გამოჯანმრთელებულია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ამ წუთებში განთავსდა.

ვებ-გვერდზე მითითებული მონაცემების მიხედვით, კარანტინის რეჟიმშია 4995 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278 პირი.

ინფორმაციისთვის, 108 ადამიანიდან 21 გამოჯანმრთელებულია.

კვირის ამბები