ოკუპირებულ ცხინვალში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა - მოსკოვის ქუჩა, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელობის გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური გამოცემა „რესი“ ავრცელებს. წყაროს ცნობით, დე-ფაქტო რეჟიმის ლიდერებმა ცხინვალის ყველაზე ლამაზ ქუჩას რუსეთის პრეზიდენტის სახელი მადლიერების ნიშნად უწოდეს და ეს გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინის დაბადების დღესთან დაკავშირებით მიიღეს.
პუტინის ქუჩაზე დიდების ხეივნი, მოედნის, ავტოსადგურისა და საუნივერსიტეტო კომპლექსის აშენებაც იგეგმება.