საზოგადოება
30.03.2020 21:56
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ორი ერთეულით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც - ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5114 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 263 პაციენტი.

კვირის ამბები