ცნობილი გახდა ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩატარების ზუსტი თარიღი.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC), საერთაშორისო პარალიმპურმა კომიტეტმა (IPC), ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა და იაპონიის მთავრობამ დღეს XXXII ოლიმპიური თამაშების ახალი თარიღები შეათანხმეს.
თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით. შეთანხმებულია პარალიმპური თამაშების ახალი თარიღიც - 24 აგვისტო - 5 სექტემბერი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის მასშტაბების და მისი შეჩერების ღონისძიებების გათვალისწინებით, იაპონიის ხელისუფლებამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა მოძრაობამ ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშების გადავადების თაობაზე 24 მარტს გააკეთა განცხადება, მისი გამართვის ზუსტი თარიღი კი დღეს გამოცხადდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება