საზოგადოება
30.03.2020 17:11
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

ამ დროისთვის, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 266 პაციენტი.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კვირის ამბები