მწვანე ბარათის (Green Card) 2020 წლის გათამაშება დაიწყო. ამერიკის საკონსულოს წარმომადგენლები მწვანე ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გორში გამართავენ. საინფორმაციო შეხვედრა დღეს, 8 ოქტომბერს, გორის საჯარო ბიბლიოთეკაში 15:00 საათზე ჩატარდება (სტალინის ქ. 8)
გორის ამერიკული კუთხის წარმომადგენელი ინგა კასრაძე აპლიკაციის შევსების მსურველებს გარკვეულ რეკომენდაციას აძლევს. ,,არსებობს უამრავი ყალბი საიტი და გარკვეული ადამიანები თანხას იღებენ რეგისტრაციაში, თუმცა, რეალურად არ არეგისტირებენ, ამიტომ, აპლიკანტებს ყურადღება მართებთ აპლიკაციის შევსებისას“.
შეგახსენებთ, რომ მონაწილეთა რეგისტრაცია ორ ოქტომბერს დაიწყო და ხუთ ნოემბერს დასრულდება. რეგისტრაცია უფასოა. განაცხადი უნდა შეავსოთ მითითებულ ვებ-გვერდზე: https://dvlottery.state.gov
მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც აქვს საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და არის 18 წელს ზემოთ. გამარჯვებულები 2020 წლის ხუთ მაისს გამოვლინდებიან.