რეგიონი
30.03.2020 14:10
დაბა სურამში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, შიდა ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი ლოკაცია, სადაც სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული, დაბა სურამში, რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებია, სადაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. უნდა აღინიშნოს, რომ აქ მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით 100 ოჯახს, წყლის ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ჰქონია და თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს. ნაწილს კი, მოძველებული ქსელის გამო , წყალი 16–18 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.

,,ჩვენი კომპანიის მიერ, რეგიონებში, პროექტები დაწესებული რეკომენდაციების სრული დაცით, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ახლახანს, სურამში დავიწყეთ წყალმომარაგების ქსელის მოწყობა. არსებული მოძველებული სისტემა ახლით ჩანაცვლდება, რაც შეამცირებს წყლის დანაკარგებს. შედეგად, 1000–მდე ადგილობრივი პროექტის დასრულების შემდეგ, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, – განაცხადა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ,

ირაკლი ნაფეტვარიძემ, სურამში მიმდინარე სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან, ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატთან და ქალაქის მერთან ერთად მოინახულა და მიმდინარე პროექტის დეტალები გააცნო.

კვირის ამბები