30 მარტი ქართული ფეხბურთისთვის საიუბილეო თარიღია.
ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 30 მარტს ჩატარდა საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი და შესაბამისად, სწორედ ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი ეროვნულ ჩემპიონატს.
ამ დღეს ერთმანეთს თბილისის ,,დინამო" და ფოთის ,,კოლხეთი" შეხვდნენ.
ჩვენი ქალაქის გუნდი ,,დილა" პირველივე სეზონიდან ჩაება უმაღლესი ლიგის გათამაშებაში. გორელებმა ეს სეზონი 20 გუნდიან ლიგაში მე–10 ადგილზე დაასრულეს.
პირველ ჩემპიონატში ,,დილა" შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ჩოჩიევი, კონდრატიევი, გაგნიძე, ქობესოვი, ანიაშვილი, ტაბატაძე, მარეხაშვილი, მიხანაშვილი, მელქაძე, ნეფარიძე, ზვ. ხორგუაშვილი, ზურ. ხორგუაშვილი, ჭინჭარაული, მარღიშვილი, ჩადუნელი, ბალაბანოვი, გაზაშვილი, წიკლაური, კოშკაძე, ვალიშვილი, შავდათუაშვილი, მჭედლიშვილი, დოლაბერიძე.
მწვრთნელები: გურამ გაბუნია და სოსო ვაშაკიძე
აქვე დავამატებთ, რომ ,,დილას" ეროვნული ჩემპიონატის 30 წლის ისტორიაში ერთხელ (2015 წელს) მოპოვებული აქვს ჩემპიონობა, ერთხელ ფლობდა საქართველოს თასს (2012 წ.).
ფოტოზე: გორის ,,დილა" 2015 წლის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული.