საზოგადოება
30.03.2020 13:49
პროექტი „ტელესკოლა“ გამოცდილი ფსიქოლოგების ჩართულობით შემუშავდა, ვფიქრობ, მოსწავლეები ხალისით მიიღებენ ტელედავალებებს - გორის რესურსცენტრის დირექტორი

„მიუხედავად იმისა, რომ სკოლას არანაირი ბერკეტი არ აქვს ხელთ, გააკონტროლოს, ადევნებენ თუ არა მოსწავლეები ტელეგაკვეთილებს თვალს და შეასრულებენ თუ არა დავალებებს, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროექტში. კონტროლის მექანიზმი მთლიანად მშობლებზეა გადასული, ვფიქრობ, საჭირო არცაა მშობლებისთვის იმის შეხსენება, რომ ბავშვებს მეთვალყურეობა გაუწიონ, ზედმიწევნით შეასრულონ ეკრანიდან მიღებული დავალებები. მოგეხსენებათ, საგანამანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ გამოცდილი ფსიქოლოგების ჩართულობით შემუშავდა, იმდენად სახალისოდ და რაციონალურადაა გადანაწილებული დრო, ვფიქრობ, მოსწავლეები ხალისით მიიღებენ ტელედავალებებს“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლას“ ეთერში გასვლამდე, ინფორმირებული იყო ყველა სკოლა, ტელეგაკვეთილების ცხრილი ცნობილია მშობლებისთვის და შესაბამისად, ბავშვებისთვისაც.

შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დღეიდან დაიწყო.

კვირის ამბები