საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პროექტი „ტელესკოლა“ დღეს დაიწყო და სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, ტელეგაკვეთილებს ადევნონ თვალი. ტელეგაკვეთილები საქართველოს ჰიმნით დაიწყო, რაც შეეხება გაკვეთილების ცხრილს, განრიგი განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით მომზადდა, რომელიც, კლასების მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს მოიცავს.
ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ და სწავლება როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული) მოიცავს.
გარდა ამისა, ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილებიც.
პროექტი „ტელესკოლა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი მეორე არხის ეთერში გადის, რომელლსაც ამჟამად „პირველი არხი - განათლება“ ეწოდება.
GMnews-ი გთავაზობთ ტელეგაკვეთილების ცხრილს.