საზოგადოება
30.03.2020 11:01
გორის ჰოსპიტალიდან 10 საეჭვო შემთხვევაზე გაგზავნილი ნიმუშებიდან 4 დადასტურდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პირებიდან, დამატებით, 10 საეჭვო შემთხვევაზე გაგზავნილი ნიმუშებიდან 4 დადასტურდა. აღნიშნული პაციენტები ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.

ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის სტაციონარში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 6 ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, 4 - მათთან კონტაქტში მყოფი პირი, 3 ინფიცირებული კი, მოგზაურობის ისტორიით ჰოსპიტალში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

13 ინფიცირებულიდან, ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ორ თანამშრომელს აღენიშნება პნევმონია, ასევე, პნევმონია და ცხელება აღენიშნება 60 წელს გადაცილებულ მამაკაცს, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ჰოსპიტალშია მოთავსებული.

კვირის ამბები