საზოგადოება
30.03.2020 10:34
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 97-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

ამ დროისთვის, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4876 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 264 პაციენტი.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კვირის ამბები