საზოგადოება
30.03.2020 10:27
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 97 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განთავსდა.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმშია 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 264 პირი გადის.

ინფორმაციისთვის, 97 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

კვირის ამბები