სპორტი
29.03.2020 08:17
კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გამო ფეხბურთელებს ხელფასს შეუმცირებენ

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბევრ ევროპულ ქვეყანაში კრიტიკული ვითარება შეიქმნა.

ამ ვითარებამ ეკონომიკური პრობლმები შექმნა სპორტშიც. მოგეხსენებათ, ევროპის ყველა ქვეყანაში, ბელარუსის გარდა, შეწყვეტილია ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატები. სწორედ ევროპის არაერთი ქვეყნის კლუბებმა გადაწყვიტეს ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირონ.

ერთ–ერთი პირველი ამ კუთხით ,,ბარსელონა" იყო. ჯამაგირი შეუკვეცეს ფეხბურთელებს ,,ატლეტიკომ", ,,რეალმა" და სხვებმა.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელფასების შემცირების საკითხს ქართულ კლუბებშიც განიხილავენ, თუმცა, საუბარია ხელფასების განახევრებაზე მხოლოდ მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებისათვის.

ჯერჯერობით, ოფიციალურად, რომელიმე კლუბს ეს ინფორმაცია  არ დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი – ,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ 29 თებერვალს დაიწყო, მაგრამ მხოლოდ 2 ტურის ჩატარება მოხერხდა, შემდეგ კი, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით იგი შეწყდა.

კვირის ამბები