ორი შემთხვევის პირველწყარო ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით, ვერ დავადგენთ, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა. მისივე თქმით, ეს ფაქტი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უკვე დადის ინფიცირებული ადამიანი და ის უკვე სხვას ასნებოვნებს.
„სამი შემთხვევის პირველწყარო არ ვიცით. ამ სამიდან ერთ მათგანთან დიდი იმედი გვაქვს, რომ დავადგენთ პირველწყაროს, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით, ვერ დავადგენთ. ანუ ამ ორ შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, გვაქვს შიდა გავრცელების პრეცენდენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც იდენტიფიცირებული არ არის და ის ინფიცირებული ადამიანი დადის უკვე ქვეყანაში და უკვე სხვას ასნებოვნებს. ამიტომ ეს ფაქტი უკვე ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.