საზოგადოება
28.03.2020 20:42
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა, 16 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 90-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

ამ დროისთვის, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4534 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 276 პაციენტი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 16 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კვირის ამბები