სამართალი
28.03.2020 19:13
გორში, ლიახვის ხიდთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორში, კომბინატის დასახლებაში გადასასვლელ ხიდთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გზის საფეხმავლო მონაკვეთზე დაცემული მამაკაცი გამვლელებმა შენიშნეს და 112-ს აცნობეს, თუმცა, სასწრაფო დახმარების ჯგუფს პირი გარდაცვლილი დახვდა.

ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში უტარდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე).

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცს, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა,  გულის შეტევა დაემართა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

კვირის ამბები