იუნესკოს გენერალური დირექტორის, ოდრი აზულაის განცხადებით, 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად საქართველოს დედაქალაქი, თბილისი დასახელდა. აზულაის თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიო წიგნის დედაქალაქის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს. იუნესკოს პროგრამის სლოგანია – „და შენი შემდეგი წიგნი არის..?“.
პროგრამის ფარგლებში, მოეწყობა ბიბლიოთეკები, გაიმართება წიგნების ფესტივალი ბავშვებისთვის, წარმოდგენილი იქნება ციფრული პროექტები წიგნების თამაშებად გადასაქცევად და ა.შ.
ღონისძიებების მიზანია კითხვის პოპულარიზაცია და წიგნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის.
მიმდინარე წელს, 2019 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაის წოდება ქალაქ შარჯას (არაბთა გაერთიანებული საამიროები) ხვდა წილად, 2020 წელს კი, ამ სტატუსით კუალა-ლუმპურა (მალაიზია) მოიწონებს თავს.
მსოფლიო წიგნის დედაქალაქის წოდება იუნესკომ 2001 წლიდან დააწესა.