საზოგადოება
28.03.2020 13:02
გორში ცხოველთა რეგიონალური თავშესაფრისა და ავტოსადგომის მშენებლობა შეუფერხებლად გრძელდება

გორში, კომბინატის დასახლებაში, ცხოველთა რეგიონალური თავშესაფრისა და ავტოსადგომის მშენებლობა გრძელდება. ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

GMnews-ის ინფორმაციით, ორივე ობიექტის მშენებლობის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება. ცხოველთა რეგიონალური თავშესაფრის მოწყობას მგფ 1 897 000 ლარით აფინანსებს. პროექტის მიხედვით, ცხოველთა თავშესაფარი კომპლექსური დაწესებულება იქნება რომელიც ადმინისტრაციულ შენობას, ვეტერინარულ კლინიკას, ვოლიერებს, პოსტოპერაციულ ბლოკებსა და ცხოველთა სასეირნო სივრცეებს გააერთიანებს.

თავშესაფრთან ახლოს შენდება ავტობუსების სადგომი და დამხმარე ნაგებობაც. ობიექტი, რომლის მშენებლობის ღირებულებაც 951 000 ლარია, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, გორის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილი 30 ერთეული ავტობუსისთვისაა განკუთვნილი.

ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სამუშაოებს ხელშეკრულებებით ნაკისრ ვადებში დაასრულებენ.

კვირის ამბები