გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლების ვიდეოჩანაწერების ჩვენებას სოციალური ქსელ „ფეისბუქსა“ და „იუთუბიზე“, დღეიდან დაიწყებს. როგორც გორის თეატრში ამბობენ, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს არის გამართლებული ცოცხალი სპექტაკლის ნაცვლად ჩანაწერების ყურება.
„იმ დროს, როდესაც ძალიან მოგენატრებათ თქვენთვის საყვარელი თეატრები და მსახიობები, ერისთავის სახელობის თეატრი გთავაზობთ სპექტაკლების ვიდეო ჩვენებებს. როგორც დავაანონსეთ, ჩვენი და მაყურებლის ვირტუალური შეხვედრის დრო, ტრადიციულად, შაბათი და კვირა იქნება. დღეს, 19:00 საათზე თეატრის ოფიციალურ გვერდზე დაიდება სპექტაკლი „ანტიგონე“, ხვალ კი, სასცენო ხელოვნებისმოყვარულ საზოგადოებას „ალუბლის ბაღს“ შემოგთავაზებთ“, - ამბობენ გ. ერისთავის სახელობის თეატრში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება