საზოგადოება
28.03.2020 10:44
გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში 65 პირი რჩება, მათგან 52 სამხედრო მოსამსახურე, 13 კი - სამოქალაქო პირია.

ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 4 ტესტიდან ყველა მათგანზე უარყოფითი შედეგი დაფიქსირდა, შესაბამისად, ინფიცირების ახალი შემთხვევა სამხედრო ჰოსპიტალში არ დასტურდება.

ამ დროისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

კვირის ამბები