სამართალი
28.04.2025 11:41
გორში, სავაჭრო ცენტრ ,,გალერეაში“ მკვლელობა მოხდა, ბრალდებული დაკავებულია

გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,გალერეაში“ ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა. ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე შუახნის მამაკაცმა ს.ა-მ,  სავაჭრო ცენტრის მეორე მაღაზიის - სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ხაზის მეპატრონეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღეს მაღაზიის მეპატრონემ დ.ც-მ და მისმა ვაჟმა გ.ც-მ. ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად შვილი ადგილზე დაიღუპა,  მაღაზიის მეპატრონე კი სამედიცინო ცენტრ ,,გორმედშია“ გადაყვანილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით - განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ დაიწყო, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.  

კვირის ამბები