საზოგადოება
25.04.2025 13:48
გორში, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის განყოფილებაში „რეინჯერის ბიბლიოთეკა“ შეიქმნა

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის განყოფილებაში „რეინჯერის ბიბლიოთეკა“ შეიქმნა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მცირე ბიბლიოთეკა როტარი კლუბის და საქართველოს რეინჯერთა ასოციაციის მხარდაჭერით შეიქმნა და რეინჯერებისთვის, ასევე, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი.

„ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გარემოს დაცვაზე, ეკოტურიზმზე, კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციულ საქმიანობებზე არსებულ ლიტერატურას მოიცავს, ასევე, შეხვდებით წიგნებს ფოტოგრაფიაზე, ბიომრავალფეროვნებასა და ბუნების მონიტორინგზე. იგეგმება, ბიბლიოთეკის გაფართოება და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული სიახლე ხელს შეუწყობს არა მარტო რეინჯერების, არამედ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის საკითხებზე“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები