საზოგადოება
25.04.2025 13:47
ოლიმპიურ მუზეუმში თემურ ხუბულურის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

ოლიმპიურ მუზეუმში ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის, თემურ ხუბულურის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

საზეიმო საღამო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით ჩატარდა.

შეხვედრაზე თემურ ხუბულურის წარმატებულ სპორტულ კარიერაზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის და ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ხუბულური სპეციალური დიპლომით და ოლიმპიური მედლით დაჯილდოვდა.

„მახარებს ქართული სპორტის, ჩვენი ქვეყნის თითოეული ძიუდოისტის წარმატება და ბედნიერი ვარ, რომ სპორტის აღნიშნულ სახეობაში ჩემი პატარა წვლილიცაა. დღემდე მოვიტანეთ ქართული ძიუდო, რომელიც საკმაოდ პოპულარულია“, - აღნიშნა ხუბულურმა.

შეგახსენებთ, მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონი და არაერთი ტურნირის გამარჯებული და პრიზიორი თემურ ხუბულური, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია.

კვირის ამბები