საზოგადოება
25.04.2025 13:44
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ჩინეთის ელჩს რეგიონში სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ ინფორმაცია გააცნო

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჭოუ ციენს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში, ლევან ხარაბაძემ ელჩს რეგიონში სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გაამახვილა შიდა ქართლისთვის პრიორიტეტულ სფეროებზე, მათ შორის სოფლის მეურნეობის, განათლების, სპორტის და ტურიზმის მიმართულებით.

შეხვედრაზე, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ასევე, ადმინისტრაციის და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხაზი გაესვა როგორც ქვეყნებს, ისე რეგიონებს შორის პარტნიორული ურთიერთობების და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

ლევან ხარაბაძის თქმით, ჩინეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია,  რეგიონული თანამშრომლობა კი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობისთვის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის.

კვირის ამბები