ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია დაწყებითის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 5-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას პირველი კლასის მოსწავლეებისთვის გულისხმობს.
დასაქმებულ მასწავლებელს დაევალება კლასის ხელმძღვანელობა.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
დამსაქმებლის ინფორმაციით, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შეირჩევა მიღებული განცხადებები, ჩატარდება გასაუბრება და კანდიდატს ეცნობება კომისიის გადაწყვეტილება.
მსურველებს განაცხადის დაფიქსირების ვადა 28 აპრილს ეწურებათ.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.