დიმიტრი ცინცაძის ფილმის ,,შინდისის” საერთაშორისო პრემიერა 11 ოქტომბერს ვარშავის კინოფესტივალზე შედგება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
,,შინდისი" საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.
ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის - შინდისის გმირების ისტორიას ასახავს. ფილმში მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი და დათო ბახტაძე ასრულებენ.