საზოგადოება
27.03.2020 11:02
საქართველოს მასშტაბით, სამედიცინო დაწესებულებების გარდა, საკარანტინო ზონა შექმნილია 64 სასტუმროში

საქართველოს მასშტაბით, დღეის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებების გარდა, საკარანტინო ზონა შექმნილია სხვადასხვა რეგიონში მდებარე 64 სასტუმროში, სადაც 4250 მოქალაქეა განთავსებული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნიდან კვლავ იგეგმება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა ჩარტერული რეისებით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა სასტუმროებთან ახალი საკარანტინო ზონების შესაქმნელად.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 81 დადასტურებული შემთხვევიდან 13 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. კარანტინის რეჟიმშია 4427 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 257 პაციენტი.

კვირის ამბები