საზოგადოება
17.04.2025 20:49
გორის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მორიგი გერმანულენოვანი ღონისძიება გამართეს

ბახი, გოეთე, ჰაინე, კოხი, რენტგენი - ზაზა ბირთველიშვილის სახელობის გორის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი გერმანულენოვანი ღონისძიება გამართეს და დამსწრე საზოგადოებას ცნობილი გერმანელი მოღვაწეები გააცნეს.

V-VI- VII კლასების გერმანული ენის მოსწავლეებმა მწერლების, პოეტების და მეცნიერების ბიოგრაფიები წარადგინეს და სხვადასხვა  ნაწარმოების პერსონაჟები „გააცოცხლეს“.

ღონისძიება, რომელსაც სკოლის დირექტორი რუსუდან ლომიძე, დირექტორის მოადგილეები - ნინო ბერიძე, ლია ფალელაშვილი და სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა, მოსწავლეებმა თავადვე გააფორმეს ილუსტრაციებით და პრეზენტაციასთან ერთად, გერმანულ ენაზე მუსიკალური ნომრებიც წარმოადგინეს.



     

გერმანული ენის პედაგოგის თამარ გოგოლაძის ხელმძღვანელობით, მე-7 სკოლამ გასულ წელს მასშტაბური ღონისძიება გამართა და ,,ბრემენელ მუსიკოსებს“ უმასპინძლა, წელს კი, თამარ გოგოლაძის ხელმძღვანელობითვე, პრეზენტაციაზე, რომელშიც 25 მოსწავლე იყო ჩართული, გერმანია და გერმანიის ღირსშესანიშნაობები გააცნეს შეკრებილებს.

გერმანულენოვანი შემოქმედებითი საღამო მოიცავდა ისეთი ღვაწლმოსილი ადამიანების გაცნობას დამსწრე საზოგადოებისთვის, როგორიცაა აინშტაინი, კოხი, მოცარტი, ბახი, შუბერტი, ბეთჰოვენი, გოეთე, ჰაინე და რენტგენი.

ჰაინეს ,,die Loreley” კი ის მნიშვნელოვანი აკორდი იყო, რომელიც სასკოლო საზოგადოებას დიდხანს ემახსოვრება.







კვირის ამბები