საზოგადოება
15.04.2025 20:28
შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილები გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ძმები არიან

გორი-თბილისის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევა სოფელ შავშვებთან მოხდა, ავტობანზე მოძრავმა ,,ტოიოტა“-ს მარკის მსუბუქმა ავტომობილმა მართვა დაკარგა და ჯერ რკინის ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მისი თანმხლები პირი ადგილზე დაიღუპნენ.

,,გორის მაცნეს“ ინფორმაციით, გარდაცვლილები გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ძმები (57 და 67 წლის ასაკის) არიან.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კვირის ამბები