საზოგადოება
26.03.2020 10:51
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა  განთავსებული.

ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 77 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია ათი. კარანტინის რეჟიმში 4346 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 247.

კვირის ამბები