საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელ ერიკ ჰოგის შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე, საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ სიახლოვეს არსებულ ვითარებას შეეხო, განსაკუთრებით კი, ყურადღება ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე - სოფელ ჩორჩანასა და გუგუტიანთკარის მიმართულებით, ასევე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ადგილობრივი მცხოვრებლების დაკავებაზე გამახვილდა.
პრემიერმა დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. გიორგი გახარიამ, ასევე, აღნიშნა, რომ შექმნილი მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებაში EUMM-ის საქმიანობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მთავრობის მეთაურმა, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.