26 მარტს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ გორში რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეეზღუდებათ. ბუნებრივი აირის მიწოდება 9 აპრილის, აბაშიძის, ამილახვრის, ატენის, ბარნოვის, გაბაშვილის, გორიჯვარის, გორკის, გრიგოლ ფერაძის, გურამიშვილის, ელსადგურის, ვაჩნაძის, თამარ მეფის, თრიალეთის, კავსაძის, კახაბერ ხუბულურის, კეცხოველის, ლესელიძის, მამარდაშვილის, მარაბდელის, მიჩურინის, მიხეილ ჯავახიშვილის, ნავთსადენის, რობაქიძის, რუსთაველის, სადგურის, სამადაშვილის, სამეფოს, სკვერის, სოფელი ხიდისთავის, სტალინის, უფლისციხის, ფურცელაძის, ქარხნის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ქორქაძის, შრომის, ჩოდრიშვილის, ცაბაძის, ძმები ზუბალაშვილების, ძმები რომელაშვილების, ჭავჭავაძის, ხაშურის, ხუბულურის, ჯავახიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს შეუწყდებათ.
გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 26 მარტის 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.