საზოგადოება
25.03.2020 21:10
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა  განთავსებული.

ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია ათი. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 252.

კვირის ამბები