კარატეში გამართულ ზურაბ ლეჟავას სახელობის საიუბილეო 30-ე საერთაშორისო ტურნირზე - „Open Kutaisi“ გორელებმა მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.
ნინო ტერაშვილი (40 კგ.) 10-11 წწ. ასაკობრივ კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება ლიზი ბლიაძეს (47 კგ.), 13-14 წლიანებში ასპარეზობდა და მესამე ადგილს დაეუფლა.
საპრიზო ადგილებზე გასული ორივე სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
ზურაბ ლეჟავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქუთაისში ჩატარდა. შეჯიბრში 500-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი
ცესკო პოლიტიკურ პარტიების მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურებს აქვეყნებს