გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის და მოედნის რეაბილიტაცია ხორციელდება, სადაც ასფალტის საფარის პირველი პირი უკვე დაიგო. მუზეუმთან მისასვლელი გზის გარდა, პროექტი, ასევე, ვარიანის შიდა საუბნო გზის კიდევ ერთი მონაკვეთის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს, სადაც ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.
„სარეაბილიტაციო გზების სიგრძე 587 მეტრია. პროექტის მიხედვით მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა, საგზაო ნიშნები და მონიშვნები.
სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 451 481 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.